გაბრიელ სიგუამ „ეტუალს“ გაუტანა და „ბაზელი“ შვეიცარიის თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
შვეიცარიის თასის 1/4 ფინალში „ბაზელი“ „ეტუალს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის 73-ე წუთზე მინდროზე გაბრიელ სიგუა გამოჩნდა, რომელმაც 11 წუთში წონასწორობა აღადგინა, ხოლო დარჩენილ დროში ორივე გოლი კევინ კარლოსმა გაიტანა.
გაბრიელ სიგუას ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რისგანაც გამომდინარეობს მისი მწირი სტატისტიკა. ქართელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში „ბაზელის“ მაისურით მხოლოდ მე-9 მატჩი ჩაატარა, ყველა მათგანში ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.