გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ ითამაშა, პოლონეთში „კრაკოვია“ დიდი ანგარიშით დამარცხდა ​ #1TVSPORT
გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ ითამაშა, პოლონეთში „კრაკოვია“ დიდი ანგარიშით დამარცხდა ​ #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასაში „კრაკოვია“, სადაც ოთარ კაკაბაძე თამაშობს, „შლიონსკს“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა კრაკოველთა შემადგენლობაში 63 წუთი ითამაშა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კაკაბაძის გუნდს გავარდნის საფრთხე თავიდან ჯერ არ აუცილებია.

ვაკო გვილია არ იყო „პიასტის“ განაცხადში, რომელმაც „ლოძი“ 4:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი გუნდში გაზაფხულზე გადავიდა, მაგრამ მხოლოდ ცხრა წუთი ითამაშა და ჯერჯერობით სასურველ ფორმაში არ არის. „პიასტმა“ ამ მოგებით ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შეინარჩუნა.

შვეიცარიის სუპერლიგის გასავარდნი გუნდების ჯგუფში „ლუცერნმა“ „ბაზელს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო – 0:0. „ბაზელის“ შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი კი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „გრასჰოპერსს“ 8 ქულით ასწრებს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ სამ ტურში ორი ქულის მოპოვება სჭირდება.