გაბრიელ სიგუა „ლოზანამ“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

20:11, 18.08.2025

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა „ლოზანაში“ ითამაშებს – ქართველი ფეხბურთელი კლუბმა ოფიციალურად წარადგინა.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ „ბაზელიდან“ ერთწლიანი იჯარით გაბრიელ სიგუას დამატების შესახებ.

სიგუა „დინამო თბილისის“ აღზრდილია. პროფესიულ დონეზე მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, იმავე წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა.

„დინამო თბილისიდან“ სიგუა „ბაზელში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაბრიელს რეგულარულად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელთან ერთადაც 2024 წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, გაბრიელ“, – წერს „ბაზელის“ ოფიციალური გვერდი.

მსგავსი