გაბრიელ ჟეზუსი „არსენალში“ გადავიდა #1TVSPORT
გაბრიელ ჟეზუსი „არსენალში“ გადავიდა #1TVSPORT

„არსენალმა“ გუნდში გაბრიელ ჟეზუსის გადასვლის შესახებ გამოაცხადა. იუწყებიან, რომ ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა „არსენალთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე შეათანხმა, ტრანსფერის თანხამ კი 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

გასულ სეზონში გაბრიელ ჟეზუსმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელი ფეხბურთელი „სიტის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.