გაბრიელ ჟესუსის გოლით „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსი“ სტუმრად დაამარცხა #1TVSPORT
გაბრიელ ჟესუსის გოლით „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსი“ სტუმრად დაამარცხა #1TVSPORT

ლონდონში „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი – „ჩელსიმ“ შინ მიიღო „მანჩესტერ სიტი“ და 0:1 დამარცხდა. ამით შეწყდა ლონდონელთა ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში.

ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. აღსანიშნავია. რომ მასპინძლებს მთელი 90 წუთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ.

ეს იყო „სიტის“ პირველი მოგება „ჩელსიზე“ ამა წლის იანვრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც „ჩელსის“ სათავეში თომას ტუხელი ჩაუდგა, ლონდონელებს მანჩესტერელები ზედიზედ სამჯერ ჰყავდა დამარცხებული, მათ შორის, მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„ჩელსისა“ და „სიტის“ 13-13 ქულა აქვთ და ისინი „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად იყოფენ პირველ ოთხ ადგილს.

დატოვე კომენტარი