გაბრიელ ჟესუსი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
გაბრიელ ჟესუსი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„არსენალის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან კუნთის ტრავმის გამო, – იტყობინება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.

ბრაზილიელი ფეხბურთელის აღდგენის ზუსტი ვადები უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს.

შუა კვირას გაბრიელ ჟესუსმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. მისი გოლი უეფა-მ საუკეთესოდ აღიარა.