გაბიადინის კორონავირუსზე უარყოფი პასუხი მოუვიდა, ის „სამპდორიაში“ პირველი დაინფიცირდა

16:34, 31.03.2020
LEICESTER, ENGLAND - NOVEMBER 27:  Manolo Gabbiadini of Southampton looks dejected after defeat in the penalty shoot out during the Carabao Cup Fourth Round match between Leicester City and Southampton at The King Power Stadium on November 27, 2018 in Leicester, England.  (Photo by Michael Regan/Getty Images)

იტალიურ კლუბ „სამპდორიას“ ფორვარდმა მანოლო გაბიადინიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აღარ აქვს.

„ჩემ შემთხვევაში ავადმყოფობა მარტივად წარიმართა. ერთი დღე სიცხე მქონდა და 5-6 დღის განმავლობაში ძალიან მახველებდა. მე შინ ვიყავი და ექიმს ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. ამჟამად ვირუსზე უარყოფითი პასუხი მაქვს, მაგრამ სრულიად გამოჯანმრთელებისთვის 24 საათში აღებული ანალიზის პასუხიც უარყოფითი უნდა იყოს“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გაბიადინი პირველი იყო „სამპდორიას“ რიგებიდან, ვისაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. მის შემდეგ კლუბში კიდევ ექვსი ადამიანი დაავადდა.

მსგავსი