გაბედავამ ისრაელში ლიდერს გაუტანა #1TVSPORT
გაბედავამ ისრაელში ლიდერს გაუტანა #1TVSPORT

გიორგი გაბედავამ თავის ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა. ისრაელის ლეუმით ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ჰაპოელ აკო“ ფეთახ-თიკვას „მაკაბის“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.

გაბედავას გუნდის მეტოქე გათამაშების ლიდერი იყო, რომელმაც ფავორიტის სტატუსი გაამართლა და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. 74-ე წუთზე გაბედავამ ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით შეამცირა და „ჰაპოელ აკოს“ თამაშის გადარჩენის იმედი მიეცა, მაგრამ მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ეს ლეუმით ლიგაში რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩი იყო – შედეგად, ფეთახ-თიკვას „მაკაბიმ“ 60 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ჰაპოელ აკო“ 44 ქულით მე-5 ადგილზეა და გადასასვლელი ფინალური ჯგუფი (8 გუნდი ითამაშებს) გარანტირებული აქვს.

„დინამო თბილისიდან“ ისრაელში გადასვლის შემდეგ გაბედავამ ახალ კლუბში 7 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.