გაბედავა საუკეთესოდ აღიარეს
გაბედავა საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი გაბედავა, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის რჩეულია. საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელი, ტურნირსი ორგანიზატორებმა, მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მიმდინარე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, მესამე წრეში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. საინტერესოა, რომ თავდამხმელმა გოლი ცხრიდან ხუთ შეხვედრაში გაიტანა.

გაბედავამ, ეროვნული ლიგის მიმდიანრე სეზონში, სულ 16 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია – 29 წლის თავდამსხმელის უახლოესი მდევრები, გორის „დილას“ ფორვარდები, მიკოლა კოვტრალიუკი (15 გოლი) და ლეანდრო რიბეირო  (14) არიან.