გაბედავა პოლონურ სიმბოლურშია
გაბედავა პოლონურ სიმბოლურშია

სოსნოვეცის ზაგლებიეს ქართველი ლეგიონერი გიორგი გაბედავა პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში, ზაგლებიემ შინ კრაკოვის ვისლას უმასპინძლა და 4:3 სძლია. სტუმართა გამარჯვებაში წვლილი 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეიტანა – გიორგი გაბედავამ 25-ე წუტზე გუნდის უპურატესობა ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ახალ კლუბში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. გაბედავა ზაგლებიეს პირველი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამ გამარჯვებით ბოლოადგილოსანმა ზაგლებიემ 24 ქულა დააგროვა და გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლას დაეწია, ხოლო ლუკა ზარანდიას არკასთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.