ფუტსალში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ესპანეთთან და პოლონეთთან არაფერს დავთმობთ
ფუტსალში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ესპანეთთან და პოლონეთთან არაფერს დავთმობთ
„ჩემი დაბადების დღეს მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან, ესპანეთთან ვითამაშებთ. 20-წლიან კარიერაში მათ წინაააღმდეგ მოედანზე პირველად გამოვალ – ეს კარგი საჩუქარი იქნება“ – ამბობს საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე.
24-27 ოქტომბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდში ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდს ძლიერი მეტოქეები შეხვდა – პირველ ჯგუფში საქართველოს პოლონეთი, ესპანეთი და ფინეთი დაუპირისპირდებიან, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას კი ორი გუნდი მოიპოვებს.
კუპატაძემ შესარჩევ ციკლში საქართველოს შანსები შეაფასა: „პოლონეთი ბოლო ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, ამავე დროს, ტურნირის მასპინძელია და რთული შეხვედრა გველის. ესპანეთი კი ევროპაში გამორჩეული გუნდია. ფინეთიც საკმაოდ ძლიერია. მაგრამ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის და სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, ესპანეთთან და მასპინძლებთან კი, მათი სიძლიერის მიუხედავად, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“.