ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი იტალიის ჩემპიონთან დამარცხდა
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი იტალიის ჩემპიონთან დამარცხდა
„ჯორჯიანსი“ (იგივე „თელასი“) ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის მეორე ტურში იტალიის ჩემპიონს დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით დამარცხდა და ელიტ რაუნდში გასვლა სათუო გაუხდა.
საქართველოს ჩემპიონი მასპინძელ „უდევალასთან“ 4:2 გამარჯვების შემდეგ ჯგუფის ფავორიტ „პიზაროსთან“ 1:5 დამარცხდა. ანგარიში იტალიელებმა მე-6 წუთზე მარსელინიოს გოლით გახსნეს, რომელმაც მე-9 დუბლი შეასრულა. მე-14 წუთზე „პიზაროს“ უპირატესობა ჟულიო დე ოლივეირამ გაზარდა. 30-ე წუთზე ნიკა კურტანიძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ  „ჯორჯიანსის“ კარი ფორტინიმ (30) და სალასმა (38) კიდევ ორჯერ აიღეს.
2 შეხვედრის მოგებით, 6 ქულით ჯგუფში იტალიელები გალიდერდნენ. 12 ოქტომბერს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება: „პიზარო“ მასპინძელ „უდევალას“ შეხვდება, ხოლო საქართველოს ჩემპიონი „ჯორჯიანსი“ გერმანულ „ვეილიმდორფს“ დაუპირისპირდება.
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტ რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, ამგვარად იტალიელებს პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

 

დატოვე კომენტარი