ფუტსალში მსოფლიოს შესარჩევის მეორე ეტაპზე საქართველოს ჯგუფი დაკომპლექტდა

18:43, 04.02.2019

ფუტსალში, მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და მეორე ეტაპის პირველ ჯგუფში, D ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით გადავიდა, სადაც ჩვენს ნაკრებს ესპანეთისა და პოლონეთის ნაკრებები ელოდნენ. ამ ჯგუფის მეოთხე მონაწილე ფინეთის ნაკრები გახდა, რომელმაც პირველი ეტაპზე H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

კვალიფიკაციის მეორე რაუნდი 2019 წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება. პირველი ჯგუფის მატჩები პოლონეთში ჩატარდება. თამაშების ზუსტი თარიღები ჯერ დადგენილი არ არის. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში პოლონეთს შეხვდება, მეორე ტურში – ესპანეთს, მესამეში – ფინეთს. შესარჩევი ტურნირის მესამე ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადავა.

მსგავსი