ფუტსალში მეინ რაუნდის მატჩები იწყება - 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა #1TVSPORT
ფუტსალში მეინ რაუნდის მატჩები იწყება - 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ფუტსალის ლიგის „პეესპე“-ს დამრიგებელი ბესარიონ არველაძეა. ქართველი 19-წლამდელები ჯგუფში ბელგიის, ლატვიისა და ფინეთის 19-წლამდელთან ერთად მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრები მინი-ტურნირის მოახლოებული მატჩებისთვის 12 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლომაია (ქუთაისი), გიორგი ილურიძე;

წინა ხაზი: საბა ელბაქიძე, დადუ დადუნაშვილი, ნიკოლოზ ჯიქია, გიორგი სონღულაშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), შოთიკო ანდღულაძე, ზაზა იაშვილი, დავით გამბაროვი (სამივე – 35-ე საფეხბურთო სკოლა), პავლე დოლიძე (სასკოლო აკადემია), გიგა სხილაძე („ბორჯომი“), გიორგი ხუგაშვილი (თსუ 2).

მატჩების განრიგი:

22 მარტი, 18:00 – ბელგია – საქართველო

23 მარტი, 18:00 – ლატვია – საქართველო

25 მარტი, 19:00 – საქართველო – ფინეთი