ფუტსალში ევროპის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა

08:33, 12.02.2018

ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ესპანეთი დაამარცხა.

პორტუგალიელები უკვე პირველ წუთზე, რიკარდინიოს გოლით გავიდნენ წინ, მაგრამ მარკ ტოლრამ პირველივე ტაიმში აღადგინა თანაფარდობა, 32-ე წუთზე კი ლინმა ესპანეთი წინ გაიყვანა.

თუმცა ესპანელებს გამარჯვებაში ბრუნო კოელიომ შეუშალა ხელი, რომელმაც 38-ე წუთზე გაიტანა, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. კოელიომ ეს დამატებითი დროის დასრულებამდე 55 წამით ადრე, პენალტით გააკეთა.

პორტუგალიამ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქრო. ესპანელები მეორეზე გავიდნენ, მესამეზე – რუსები, რომლებმაც ბრინჯაოსთვის მატჩში ყაზახეთი დაამარცხეს.

მსგავსი