ფუტსალის სეზონი დაიწყო - წელს ლიგაში რვა გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
ფუტსალის სეზონი დაიწყო - წელს ლიგაში რვა გუნდი ითამაშებს #1TVSPORT

ფუტსალის მთავარ ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო. დასრულებულ ჩემპიონატში ექვსი გუნდი ასპარეზობდა, ამჯერად კი ოქროს მედლებისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. ჩემპიონატის ახალი სეზონის ძირითადი ეტაპი სამ წრედ გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფავორიტები უკვე პლეიოფში გააგრძელებენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, ფუტსალის მთავარი ლიგის გეოგრაფია გაფართოვდა – ამჯერად უკვე ქუთაისი და ბათუმი მოიცვა.

ახალი სეზონის მონაწილე რვა გუნდი:

1. კსუ (თბილისი) – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2. თსუ (თბილისი) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3. თელასი – ჯორჯიანსი (თბილისი)

4. „არმია“ (თბილისი)

5. პსპ (თბილისი) – ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე“

6. ბსსა (ბათუმი) – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

7. ილიაუნი (თბილისი) – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

8. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „მართვე“

ახალი სეზონის პირველი ორი მატჩები კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველოს ჩემპიონმა კსუ-მ „მართვე“ დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა, ხოლო ვიცეჩემპიონმა თსუ-მ ილიაუნი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

პირველი ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა კიდევ გასამართია. 15 ოქტომბერს „არმია“ პსპ-ს 19:30 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 24 ოქტომბერს „თელასი“ – ბსსა-ს (17:00).

დატოვე კომენტარი