ფუტსალის ნაკრების კაპიტანი გიორგი თოდუა - საქართველო ჩვენს გულებშია და ეს ყველაფერი სწორედ ამ სიყვარულმა შეგვაძლებინა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ორი მატჩის ჯამში სლოვაკეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მთელ საქართველოს ვულოცავ, ვინც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდა და ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. ემოციებისგან დავიცალეთ. თამაში რთული იყო, მაგრამ მთავარია, ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ და ის ოცნება ავიხდინეთ, რაც ორი წლის წინ დავისახეთ.
100 პროცენტით დავიხარჯეთ და ღმერთმაც ამიტომ დაგვიფასა. საქართველო ჩვენს გულებში იყო და სწორედ ამ სიყვარულმა შეგვაძლებინა ის, რასაც ახლა მივაღწიეთ. გილოცავთ ყველას, საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. ძალიან დიდი წარმატებაა, რომ ქართული დროშა ევროპულ ასპარეზზე ზედიზედ მეორედ იქნება“, – განაცხადა თოდუამ.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.