ფუტსალის ნაკრების განაცხადი ცნობილია - საქართველოს ეროვნული გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრა #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრების განაცხადი ცნობილია - საქართველოს ეროვნული გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. სამატჩო განაცხადში 14 მოთამაშე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას გრონინგენში გამართავს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე D ჯგუფში იასპარეზებს. აღნიშნული ჯგუფიდან პლეიოფის ორი საგზურისთვის ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე გრონინგენის მარტინი პლაზა 22 იანვარს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრება სრულად შეიზღუდა. ჩემპიონატს მედიის წარმომადგენელთა მცირე რაოდენობა გააშუქებს.

ევრო 2022-ის მატჩები ამსტერდამსა და გრონინგენში პარალელურად შედგება. ევროპის ჩემპიონატი დღეს, 20:30 საათზე, სერბეთი-პორტუგალიის მატჩით გაიხსნება. ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირის მოსაგებად წელს ნიდერლანდებში სულ 16 ნაკრები იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

22 იანვარი | 17:30 |მარტინი პლაზა

საქართველო – აზერბაიჯანი

26 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა

საქართველო – ესპანეთი

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.