ფუტსალის მწვრთნელებს უეფა-ს ლიცენზიები გადაეცათ #1TVSPORT
ფუტსალის მწვრთნელებს უეფა-ს ლიცენზიები გადაეცათ #1TVSPORT

ფუტსალის მწვრთნელებმა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე სწავლა დაასრულეს და სერთიფიკატები მიიღეს. ამის შესახებ სფფ-ს პრესსამსახური იუწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით და უეფა-ს მხარდაჭერით ფუტსალის B ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად გაიმართა. საგანმანათლებლო პროცესში 14 მწვრთნელი იყო ჩართული და ყველა მათგანმა კურსი წარმატებით დაასრულა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზია 14-მა ლიცენზიის მაძიებელმა მიიღო – მათ შორის იყვნენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრები და გუნდების დამრიგებლები: ავთანდილ ასათიანი, არჩილ ბოკერია, ბესო არველაძე, შოთა ჭანუყვაძე, ნიკოლოზ ჩალაძე, კახაბერ მაისაია, დიმიტრი მაყიშვილი, შოთა თოფურია, ალექსანდრე ძაბირაძე, ალექსანდრე ჯამბურია, დავით ბობოხიძე, ბაჩანა აბაშიძე, როსტევან ფარცვანია, ბესარიონ ზოიძე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანი მოქმედი ფეხბურთელია – შოთა ჭანუყვაძე, კახა მაისაია, შოთა თოფურია, ალექსანდრე ჯამბურია. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით რამდენიმე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

B ლიცენზიის კურსის მწვრთნელებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე შეხვდნენ. კურსდამთავრებულებს ლიცენზიები გადასცეს და საქართველოში ფუტსალის განვითარების მიმართულებით მწვრთნელთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.