ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

20:12, 13.10.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოსთან გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიში გამართა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო კოსოვოსა და იტალიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი“), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“);

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი („გომელი“, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).

მსგავსი