ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა - ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძოლებს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა - ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძოლებს #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბროლებენ.

აუტსაიდერთა შორის თსუ, „დინამო თბილისი“, „წალენჯიხა“ და „ბეტისი თბილისი“ მოხვდნენ. ეს გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, ბოლო ადგილზე გასული ლიგა 2-ში დაქვეითდება, ხოლო ბოლოსწინა ადგილზე გასული ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან პლეი აუტში ითამაშებს.

რეგულარული სეზონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ 55 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მეოთხეადგილოსან პსპ-ს ეთამაშება. მეორე ადგილზე გასული კსუ (43) კი ფინალის საგზურისთვის „არმიას“ (39) დაუპირისპირდება, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

ფუტსალის ლიგის ბომბარდირი 41 გატანილი ბურთით „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ ლეგიონერი იტალო ფსილიო გახდა, რომელმაც გასული სეზონის ბომბარდირის რეკორდი 11 გოლით გააუმჯობესა. მეორე-მესამე ადგილზე შაკო ცირამუა („არმია“, 26 გოლი) და ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, 24 გოლი) გავიდნენ.

საინტერესოა მეკარეთა მიერ გატანილი ბურთების სტატისტიკაც. 4 გოლით კსუ-ს მეკარე ალი ასლანი ლიდერობს. 3-3 გოლი გაიტანეს პსპ-ს გოლკიპერმა, ნიკოლოზ ფხაკაძემ და არმიელთა მეკარემ, ვახტანგ ტერუნაშვილმა.