ფუტსალის ლიგის ხელმძღვანელი - მოთამაშეები ევროთასებამდე და სანაკრებო შეხვედრებამდე ფორმას აღიდგენენ
ფუტსალის ლიგის ხელმძღვანელი - მოთამაშეები ევროთასებამდე და სანაკრებო შეხვედრებამდე ფორმას აღიდგენენ

ფუტსალის ლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლებაზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ლიგის ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

Covid 19-ით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ლიგის გათამაშება დღეს განახლდა.

„მართალია, გუნდებს მოსამზადებლად დრო არ ჰქონდათ და ჩემპიონატი მალე დასრულდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სეზონი და სათამაშო პროცესი განახლდა. ასე სათამაშო პრაქტიკა ექნებათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროთასებზე და სანაკრებო შესარჩევ შეხვედრებს ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, მჭიდრო სათამაშო გრაფიკით ისინი ფორმას მალე აღიდგენენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ფუტსალის ლიგის ხელმძღვანელი ზაალ ჩიტალაძე.

მალხაზ გედევანიშვილი, ფუტსალის ლიგის გენერალური მდივანი: „სამწუხაროა, რომ გულშემატკივრებს ჩემპიონატის თამაშებზე დასწრების უფლება არ ექნებათ, მაგრამ ყველამ იცის, რა არაორდინალური ვითარება შეიქმნა. თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი სეზონი ჩვეულებრივად გაიმართება“.