ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონობისთვის „თელასი“ კსუ-ს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონობისთვის „თელასი“ კსუ-ს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში გადამწყვეტი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

თელასი – თსუ 3:2 (სერიაში 2:1)

ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი „თელასი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დაუპირისპირდა და პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – გოლები დავით ხეჩიკაშვილმა (14) და ვახტანგ ჯვარაშვილმა (14) გაიტანეს, 34-ე წუთზე კი შოთა თოფურიამ საკუთარი კარიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახადა. თსუ-მ ბოლოსკენ გიორგი დიაკვნიშილისა (36) და ჯონათან პერეირას (38) გოლებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა სერია 2:1 მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

კსუ – პსპ 2:1 (სერიაში 2:1)

ისევე როგორც „თელასმა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) პირველი თამაშის წაგების შემდეგ სერიაში ვითარება შემოატრიალა და ზედიზედ ორი მოგებით ფინალში გავიდა. მე-6 წუთზე ბექა ბექაურმა კსუ დააწინაურა. მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-19 წუთზე კავკასიელების შეტევისას ბურთი პსპ-ს მოთამაშე მიშა თევზაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის ბოლოს პე-ეს-პე-მ შტურმი მოაწყო და გოლიც გაიტანა, მაგრამ წამით ადრე საფინალო სასტვენი გაისმა და ფინალში კსუ გავიდა.

ამგვარად, ფინალში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი კსუ და ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი „თელასი“ დაუპირისპირდებიან. სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი