ფუტსალის ლიგის დებიუტანტის ამბიციები - მინიმუმ ოთხეულში უნდა მოვხვდეთ
ფუტსალის ლიგის დებიუტანტის ამბიციები - მინიმუმ ოთხეულში უნდა მოვხვდეთ

20 იანვარს ფუტსალის ლიგის ახალი გათამაშება დაიწყება. ლიგაში ორი დებიუტანტია. ერთ-ერთი მათგანი ფუტსალის კლუბი პსპ იქნება. ფუტსალის ლიგის დებიუტანტი დიდი ამბიციებით და მიზნებით ემზადება.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციებიდან გამომდინარე გუნდი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა, ეს ფეხბურთელების მოტივაციას არ ცვლის, რაც პირველივე ვარჯიშში მკაფიოდ იგრძნობოდა. 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი შეკრული და სრულად დაკომპლექტებული გუნდი ჯერ არ გვყოლია, რაც მთავარი მწვრთნელისა და კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა“, – ამბობს პსპ-ს კაპიტანი გივიკო კაციტაძე.

მან გუნდის მიზნებზეც ილაპარაკა: „გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. ფუტსალის ლიგის სადებიუტო სეზონში ჩვენი პროგრამა მინიმუმი იქნება ოთხეულში მოხვედრა, რისთვისაც თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს“.

დებიუტანტი პსპ პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონს, თსუ-ს შეხვდება. ჩემპიონატი ასე ადრიანად პირველად იწყება, რაც სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარეობს – 2 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა თბილისში რუსეთს უნდა უმასპინძლოს.