ფუტსალის ლიგაში საუკეთესოები დააჯილდოვეს - სეზონის მოთამაშე კეკელია გახდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში საუკეთესოები დააჯილდოვეს - სეზონის მოთამაშე კეკელია გახდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის შემდეგ, რომელშიც „თელასმა“ კსუ დაამარცხა და ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონობა დაიბრუნა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს.

ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად „თელასისა“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშე ვახტანგ კეკელია დასახელეს, რომელმაც მთელი ტუირნირი მაღალ დონეზე ითამაშა და ბევრი მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა.

ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებმა კიდევ ორი ჯილდო მიიღეს – საუკეთესო მცველად ეროვნული გუნდის წევრი შოთა თოფურია აღიარეს, რომელმაც ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი კი დავით ხეჩიკაშვილმა მიიღო, რომელმაც ახალ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

საუკეთესო მეკარე

ალი ასლანი (თსუ)

საუკეთესო მცველი

შოთა თოფურია (თელასი)

საუკეთესო უნივერსალი

ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ)

საუკეთესო თავდამსხმელი

დავით ხეჩიკაშვილი (თელასი)

საუკეთესო მოთამაშე

ვახტანგ კეკელია (თელასი)

საუკეთესო მწვრთნელი

ლევან კობაიძე (კსუ)

ბომბარდირი

ნიკა ხარაიშვილი (ქუთაისის მართვე) 26 გოლი

საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებულმა „თელასმა“ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და დუბლი შეასრულა – ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდნენ, შემდეგ საქართველოს თასს დაეუფლნენ, ხოლო ფინალურ სერიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ) 3:1 დაამარცხეს.

„თელასი“ საქართველის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს – ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი ევროტურნირზე მეტოქეებს მალე შეიტყობს.