ფუტსალის ლიგა | „თელასმა“ კსუ დაამარცხა - ჩემპიონმა პენალტები ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | „თელასმა“ კსუ დაამარცხა - ჩემპიონმა პენალტები ვერ გამოიყენა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მე-3 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. „ილიაუნი“ „არმიას“ გაეჯიბრა, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი „თელასი-ჯორჯიანსი“ მოქმედ ჩემპიონს, კსუ-ს დაუპირისპირდა.


ილიაუნი – არმია 2:2


„ილიაუნი“ ლიგის დებიუტანტ „არმიასთან“ აგებდა – არმიელები გიორგი სილაგავამ მე-12 წუთზე საჯარიმოს ეფექტური შესრულებით დააწინაურა, თუმცა, დავით თაბაგარის (15) და ოთარ ბერეჩიკიძის (25) გოლებით წინ გავიდნენ. ამის შემდეგ კი ლადო ბურდულის გუნდმა თამაშის გადარჩენა შეძლო. გიორგი სილაგავამ (29) წონასწორობა აღადგინა, დუბლი შეასრულა და „არმიას“ სეზონში პირველი ქულა მოუტანა.


თელასი-ჯორჯიანსი – კსუ 2:1


ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „თელასი-ჯორჯიანსმა“ მოქმედი ჩემპიონი, კსუ დაამარცხა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს პირველად მოახერხა. პირველ ტაიმში პენალტით ანგარიში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა, რადგან კსუ-ს მოთამაშე გიორგი ჭოხონელიძე შეუძლოდ გახდა. შემდეგ კი „თელასის“ მეკარე ალექსანდრე ჯამბურია დაშავდა და მოედანი მანაც დატოვა. მცირე ტრავმა მიიღო მისმა თანაგუნდელმა და კაპიტანმა შოთა თოფურიამაც, მაგრამ თამაში მაინც გააგრძელა.

კსუ-ს ორჯერ შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მანგოშვილმა და წერეთელმა პენალტი ვერ გამოიყენეს. პირველმა ძელს მოარტყა, მეორემ ბურთი კარს ააცილა. 23-ე წუთზე ირაკლი თოდუამ „თელასის“ უპირატესობა ძალიან მახვილი კუთხიდან ლამაზი დარტყმით გაზარდა. ჩემპიონმა მხოლოდ ანგარიში შეამცირა – ლუკა ფარცვანიამ პენალტი გამოიყენა და საბოლოოდ „თელასი-ჯორჯიანსმა“ 2:1 გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.