ფუტსალის ლიგა - საუკეთესო მწვრთნელად ავთანდილ ასათიანი დაასახელეს, საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ქურდაძე #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - საუკეთესო მწვრთნელად ავთანდილ ასათიანი დაასახელეს, საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ქურდაძე #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად ჩემპიონატის გამარჯვებულის, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ ამავე გუნდის და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ქურდაძე.

დაჯილდოება ფინალური სერიის დასრულების შემდეგ გაიმართა, რომელშიც „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ „პეესპე“ 3:0 (3:1, 6:1, 2:1) დაამარცხა და ჩემპიონის მორიგი ტიტული მოიპოვა.

შვიდი ჯილდოდან ოთხი გამარჯვებულებმა მოიპოვეს. მათ გარდა თსუ-ს ლიდერმა გიორგი ჩიმაკაძე ერთდროულად საუკეთესო თავდამხმელისა და ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი მიიღო, ხოლო საუკეთესო უნივერსალად „პეესპეს“ ლიდერი ნიკა კურტანიძე დაასახელეს.

საუკეთესო მეკარე

ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).

საუკეთესო მცველი

შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).

საუკეთესო უნივერსალი

ნიკა კურტანიძე („პეესპე“).

საუკეთესო თავდამხმელი

გიორგი ჩიმაკაძე (თსუ).

საუკეთესო ბომბარდირი

გიორგი ჩიმაკაძე (თსუ).

საუკეთესო მწვრთნელი

ავთანდილ ასათიანი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).

საუკეთესო მოთამაშე

გიორგი ქურდაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).