ფუტსალის ლიგა | რეგულარული სეზონი დასრულდა, ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორიც პლეი ოფში გაირკვევა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | რეგულარული სეზონი დასრულდა, ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორიც პლეი ოფში გაირკვევა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში რეგულარული სეზონის ბოლო, 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტი და პლეი ოფის მონაწილე გაირკვა.

ბსსა – თსუ 0:10

არმია – მართვე 6:5

ილიაუნი – კსუ 1:2

პსპ- თელასი 2:1

ლიდერთა შეხვედრაში პე-ეს-პე-მ პირველ ტაიმში მოიპოვა უპირატესობა – გათამაშების ლიდერს თეიმურაზ ექიზაშვილმა და ნიკოლოზ კოპლატაძემ გაუტანეს. მეორე ნახევარში ტურნირის ერთ-ერთმა ბომბარდირმა დავით ხეჩიკაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „თელასმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ამის მიუხედავად, პსპ-მ ნახევარფინალის საგზური ვერ მოიპოვა, რადგან მისმა კონკურენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ილიაუნი“ 2:1 დაამარცხა და „თელასთან“ ერთად ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.

ნახევარფინალის ორი ვაკანტური ადგილისთვის პლეი ოფში პსპ დაუპირისპირდება არმიას, ხოლო თსუ – ილიაუნს.

დატოვე კომენტარი