ფუტსალის ლიგა | პლეი-ოფის მატჩები დაიწყო - არმიამ ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | პლეი-ოფის მატჩები დაიწყო - არმიამ ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა. 2021-22 წლის რეგულარული სეზონი დასრულდა, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე პლეი-ოფის და ფინალური რაუნდის მატჩები დარჩა.

მოქმედი რეგლამენტის თანახმად, რეგულარული სეზონის საბოლოო ცხრილის შესაბამისად, პლეი ოფის პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, ანუ თელასი ჯორჯიანსი და კსუ ნახევარფინალში მეტოქეებს ელიან. ამ გუნდების მეტოქეები კი მეოთხედფინალურ მატჩებში გამოვლინდება.

მესამეადგილოსანი პსპ, მეექვსეზე გასულ არმიას დაუპირისპირდა, მეოთხე საფეხურზე მყოფი თსუ კი მეხუთე პოზიციაზე გასულ ილიაუნს.

ფუტსალის ლიგა. მეოთხედფინალი

თსუ – ილიაუნი 1:0

მურთაზ კაკაბაძემ პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასასრულს კი ვანო ბექაურმა თსუ-ს გამარჯვება დააფიქსირა.

პსპ – არმია 0:1

პე-ეს-პე-მ, რომელიც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, „არმიასთან“ შეხვედრა წააგო. გადამწყვეტი გოლი მეორე ნახევარში ბაკურ ნანეიშვილმა გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრები 22 მაისს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფის მატჩები ორ მოგებამდე გაგრძელდება. თსუ – ილიაუნის წყვილის გამარჯვებული „თელასს“ შეხვდება, ხოლო პსპ – არმია დაპირისპირებაში საუკეთესო გუნდი – კსუ-ს.

დატოვე კომენტარი