ფუტსალის ლიგა - ლიდერებმა აუტსაიდერები დაამარცხეს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - ლიდერებმა აუტსაიდერები დაამარცხეს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მე-14 ტური დაიწყო. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა – ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლმა გუნდებმა აუტსაიდერები დაამარცხეს.

ევროპის უნივერსიტეტი – თსუ 1:9

თსუ-მ გათამაშების ბოლოადგილოსანს შანსი არ დაუტოვა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებიდან 5 გოლი გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა, რომელიც 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირების ლიდერია.

თსუ დიდ უპირატესობას ფლობდა და 9:0-ს იგებდა. „ევროპის უნივერსიტეტმა“ ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა. 38-ე წუთზე სტუდენტების კარი გიორგი ქურხულმა აიღო.

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – ქუთაისი 3:1

საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ქუთაისთან“ მატჩში მე-5 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა დააწინაურა, პირველი ტაიმის ბოლო, მე-20 წუთზე კი გუნდის უპირატესობა ვახტანგ კეკელიამ გაზარდა, მესამედ მეტოქის კარი ნიკა გაბრიჩიძემ (27) აიღო, საბოლოო ანგარიში კი „ქუთაისის“ მოთამაშემ, გიორგი ბედენაშვილმა 36-ე წუთზე დააფიქსირა.

14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ, 3 თებერვალს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება:

3 თებერვალი

პსპ – ილიაუნი

კსუ – არმია