ფუტსალის ლიგა - ფინალურ სერიაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 2:0 დაწინაურდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - ფინალურ სერიაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 2:0 დაწინაურდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში, ჩემპიონატის ფინალურ სერიის მეორე შეხვედრაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ პსპ 6:1 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“, რომელიც ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია, პირველი შეხვედრა 3:1 მოიგო, ამჯერად კი მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ გამარჯვება პირველივე ტაიმში გაინაღდა – ნიკოლოზ გაბრიჩიძემ (9, 17) დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ირაკლი თოდუამ (9) და კარლოს სანტოსმა (18) გაიტანეს და შესვენებამდე გუნდი 4:0 დაწინაურდა.

მეორე ნახევარის დასაწყისში „პე-ეს-პე-მ“ ნიკა კურტანიძის გოლით 26-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ნიუ ვიჟენმა“ დავით ხეჩიაკშვილისა (27) და ვახტანგ კეკელიას (30) გოლებით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 6:1 მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

მესამე მატჩი 31 მაისს, 13:00 საათზე კვლავ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და მოგების შემთხვევაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს.