ფუტსალის ლიგა | ფავორიტების დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-17 ტურის მატჩები დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ჩემპიონატის ფავორიტების დაპირისპირება გაიმართა.
კსუ – ევროპის უნივერსიტეტი 15:2
„ევროპის უნივერსიტეტი“ მე-6 წუთზე გიორგი ქურხულმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაიმი 9:1 მოუგო, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 6 გოლი გაუტანა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ნიკა მანგოშვილმა პოკერი შეასრულა, გიორგი ტიკურიშვილმა – ჰეთ-თრიქი, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილმა – დუბლი.
პსპ – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი 4:4
პირველი ტაიმის შემდეგ პსპ 3:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მოქმედმა ჩემპიონმა და ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. პსპ-დან დუბლი გიორგი კაკულიამ შეასრულა, ხოლო „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსიდან“ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ – ჰეთ-თრიქი.
17 ტურის დარჩენილი ორი მატჩი 14 მარტს გაიმართება. „ილიაუნი“ „არმიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „თსუ“ – „ქუთაისს“.