ფუტსალის ლიგა 3 | რეგულარული სეზონი დასრულდა - „დინამო თბილისი“ დაუმარცხებელია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა 3 | რეგულარული სეზონი დასრულდა - „დინამო თბილისი“ დაუმარცხებელია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ფუტსალის გუნდმა რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა – გუნდმა თავის არსებობის პირველივე სეზონში ლიგა 3-ში რვა მატჩიდან შვიდი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და პლეი ოფში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა.

ბოლო შეხვედრაში „დინამო“ „ჯიპას“ დაუპირისპირდა, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ – 4:4 დასრულდა. დინამოელთა მხრიდან დუბლი დადუ დადუნაშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო გოლი კი კახა მაღლაკელიძემ და გიგა ლაგაზაშვილმა გაიტანეს.

უკვე ცნობილია „დინამოს“ მეტოქე პლეი ოფის მეოთხედფინალში – გუნდი დაუპირისპირდება „სელეროს“, რომელმაც რეგულარული სეზონი ერთი მოგებითა და შვიდი მარცხით მერვე ადგილზე დაასრულა.

პირველი მატჩი 18 მარტს გაიმართება, ნახევარფინალისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გაგრძელდება. ფუტსალის ლიგა 2-ის საგზურს ორი ფინალისტი მოიპოვებს, ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კი სამ მოგებამდე გაგრძელდება.