ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცოტნე მესხი გახდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცოტნე მესხი გახდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წლის სეზონი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა სეზონი ისე გაიარა, ერთი შეხვედრაც არ წაუგია.

ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონში ჯამში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. „დინამომ“ ფინალურ სერიაში „სეუ“ 3:0 დაამარცხა. ტურნირზე მესამე ადგილი „ჯიპამ” დაიკავა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.

საუკეთესო მეკარე გიორგი ცხვედიანი (დინამო)
საუკეთესო მცველი თამაზ ვახანია (სეუ)
საუკეთესო უნივერსალი გიორგი ხმალაძე (ჯიპა)
საუკეთესო თავდამსხმელი ლუკა ალანია (სეუ)
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (U19) გიორგი თოდუა (რუსთავი)
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლაშა-გიორგი ობოლაძე (დინამო, 30 გოლი)
სეზონის საუკეთესო ასისტენტი ცოტნე მესხი (დინამო, 18 შედეგიანი გადაცემა)
სეზონის საუკეთესო მოთამაშე ცოტნე მესხი (დინამო)

ფუტსალის ლიგა 3-ის საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი ცოტნე მესხი (18 საგოლე გადაცემა) 27 წლისაა. ის საფეხბურთო კარიერას გიორგი აბურჯანიას, ლაშა დვალის, ოთარ კაკაბაძის თაობის ასაკობრივ ნაკრებში იწყებდა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა დიდ ფეხბურთში რიგი მიზეზების გამო თავისი თავი ვერ იპოვა.

„კარგი შეგრძნებაა, როცა საუკეთესო მოთამაშე ხდები. დიდ ფეხბურთს ვთამაშობდი, ფუტსალში წელს გადმოვედი და ისევ ფორმაში ჩავდექი. მომენატრა ეს ყველაფერი, ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. რაც შეეხება მეტოქეს, „სეუს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს“, – ამბობს ცოტნე მესხი.