ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT

13:34, 21.08.2026

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ ​) გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის ემზადება.

C ჯგუფში კსუ-ს ​მეტოქეები „ბუბა მარა“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა), „უტლეირა“ (ნორვეგია) და „ლინქსი“ (გიბრალტარი) იქნებიან. ლევან კობაიძის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 25-30 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართავს.

ჩემპიონთა ლიგის 32 კლუბი რვა ოთხგუნდიან ჯგუფშია განაწილებული, ტურნირის მთავარ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ფუტსალის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ იასპარეზებს.

მსგავსი