ფუტსალის ჩემპიონატში მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა - ფავორიტების მატჩი ჩემპიონმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო, რომელსაც თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. კსუ ლაშა სიგუნავას (13 წუთი), საბა ტყეშელაშვილის (14) და გიორგი ჭოხონელიძის (16) გოლებით პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა.

მეორე ნახევარი ეფექტური მომენტით დაიწყო: თსუ-ს მეკარე დავით კეფაშვილმა მეტოქის მეკარის წინ გასვლით ისარგებლა და თავისი კარიდან გაიტანა. 28-ე წუთზე ვანო ბექაურმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (3:2), მაგრამ კსუ-ს მოთამაშე ბექა ბექაურმა ბოლო წამზე მეტოქის კარი მეოთხედ აიღო და ჩემპიონმა 4:2 გაიმარჯვა.

ლიგაში დაბრუნებულმა ქუთაისის „მართვემ“ PSP-სთან ვერაფერი გააწყო და 0:10 დამარცხდა. ჰეთ-თრიქი ლევან სვანიძემ შეასრულა, დუბლი – მიშიკო თევზაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ, თითო გოლი გიორგი მამულაშვილის, თემურ ექიზაშვილის, მირიან მირგატიას ანგარშზეა.

22 ოქტომბერს მეორე ტურის დარჩენილ ორ შეხვედრასაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს: ბათუმის საზღვაო აკადემია „არმიას“ შეხვდება, ხოლო „ილიაუნი“ – „თელასი-ჯორჯიანსს“.