ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ნაკრები მზად უნდა იყოს #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ნაკრები მზად უნდა იყოს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა რუმინეთთან გამართული ამხანაგური მატჩები შეაფასა.

სპორტის სასახლეში 6 და 7 თებერვალს ჩატარებული ორივე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 4:2 მოიგო. ამ თამაშებით გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო.

„ჩვენი ფორმაციის საქართველო ნაკრებისთვის ეს 50-ე მოგება იყო, რაც სასიხარულოა – გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება, რაც შესარჩევის მატჩების დაწყებამდე მნიშვნელოვანია. მინდა, ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყველანაირად ეცადნენ, რომ დავალებები შეესრულებინათ. რა თქმა უნდა, ხარვეზები გვქონდა და მათ გამოსასწორებლად მუშაობა მოგვიწევს.

გვსურს, ამხანაგურ თამაშებში ბევრი ფეხბურთელი გამოვცადოთ. დეკემბრისთვის, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება, ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ, რომ კითხვის ნიშნები აღარ დაისვას“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.