ფუტსალი | „თელასი” საქართველოს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ფუტსალი | „თელასი” საქართველოს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ფუტსალში საქართველოს თასის მფლობელი „თელასი ჯორჯიანსი“ გახდა. ფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდი კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტს (კსუ) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა, რადგან თასის მოქმედი გამარჯვებული „ილიაუნი“ გათამაშებას გამოეთიშა. ფინალში კი ერთმანეთს 2021-22 წლების სეზონის ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი კსუ-სთან შეხვედრის პირველ ტაიმში დაწინაურდა. მეტოქის კარი მე-17 წუთზე ნიკა გაბრიჩიძემ აიღო. 28-ე წუთზე კსუ-ს მეორედ ვახტანგ კეკელიამ გაუტანა და „თელასმა“ 2:0 გაიმარჯვა.

ფუტსალის თასის ფინალში კსუ-თელასის დაპირისპირება, ჩემპიონატის ფინალის რეპეტიცია იყო, რადგან ეს გუნდები მალე ერთმანეთს ფუტსალის ლიგის ფინალშიც შეხვდებიან და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენენ.

დატოვე კომენტარი