ფუტსალი - საქართველოსთან ჯგუფში, სავარაუდოდ, სომხეთი მოხვდება
ფუტსალი - საქართველოსთან ჯგუფში, სავარაუდოდ, სომხეთი მოხვდება

8 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩს გამართავს – ავთანდილ ასათიანის გუნდი პარიზში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 სექტემბერს ნიონში გაიმართა და საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი-სომხეთის წყვილის გამარჯვებული ნაკრები იქნებიან. ჯგუფის მეოთხე გუნდი, ფაქტობრივად, უკვე გაირკვა.

ვარნაში ბულგარეთისა და სომხეთის მატჩი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. სომხეთი ბულგარეთს განმეორებით შეხვედრაში 9 დეკემბერს ისევ ვარნაში დაუპირისპირდება. ამჯერად, მასპინძლის რანგში.