ფუტსალი | საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც მატჩის მანძილზე 33-ჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, მათ შორის პენალტი მოიგერია თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე. ასლანი დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მე-6 წუთზე სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ხორვატებმა წონასწორობა კუსტურას გოლით აღადგინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა, გოლი ჰუგოს ანგარიშზეა. მატჩში საბოლოო ანგარიში 35-ე წუთზე კეკელიამ დააფიქსირა.

ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს. ჯგუფის ბოლო მატჩს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 28 იანვარს საფრანგეთთან გამართავს.

კონტინენტის პირველობა ფუტსალში 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.

საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.