ფუტსალი | საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები ჩეხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩი გამართა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩეხებმა 3:2 მოიგეს. ამჯერად ავთანდილ ასათიანის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და მე-2 წუთზე დაწინაურდა კიდეც – ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დავიდ დროზდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში (28-ე წუთზე) საქართველოს ნაკრების უპირატესობა გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ორამდე გაზარდა. თუმცა მალევე ადამ კნობლოხმა (29-ე წთ.) ჯერ სხვაობა შეამცირა, ირჟი ზაპოტოცკიმ (37-ე წთ.) კი ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მატჩის დასკვნით წუთებში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ამხანაგური მატჩებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება.