ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ტაჯიკეთი მეორედ და დიდი ანგარიშით დაამარცხა -10:1 #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ტაჯიკეთი მეორედ და დიდი ანგარიშით დაამარცხა -10:1 #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამით 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა.

პირველი მატჩის დამაჯერებლად (6:2) მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც დაწინაურდა. მე-4 წუთზე ანგარიში ელისანდრომ გახსნა. მან მალე დუბლი შეასრულა, თალესმა და ნიკა კურტამიძემაც გაიტანეს და ჩვენი გუნდი 4:1 დაწინაურდა.

შეხვედრის მეორე ტაიმიც საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ექვსი გოლის გატანა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ნახევარში ელისანდრომ კიდევ ორი ბურთი გაიტანა და პოკერი შეასრულა.

საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ტაჯიკეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა -10:1.

საქართველო – ტაჯიკეთი 16.01. 2022. ფუტსალის ამხანაგური მატჩი. თბილისი – სპორტის სასახლე

საქართველო: თორნიკე ბუკია – შაგინია, თალესი, არჩილ სებისკვერაძე, ელისანდრო სათადარიგოები: ზვიად კუპატაძე, ალექსანდრე ჯამბურია, შოთა თოფურია, ვილიან ლორენსუ, ვახტანგ ჯვარაშვილი, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე, ნიკოლოზ კურტანიძე.

ავთანდილ ასათიანი: მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.