ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მეინ რაუნდი კოსოვოსთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ შეხდვედრაში კოსოვოს დაუპირისპირდა და ტურნირი გამარჯვებით დაიწყო – 3:1.
„თბილისი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-11 წუთზე გოლი მალუშ ჩერიმიმ გაიტანა. თუმცა, ერთ წუთში საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თავი ისევ ღავთაძემ გამოიჩინა – 23-ე წუთზე მან საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 32-ე წუთზე კი შესანიშნავად ითამაშა არჩილ სებისკვერაძემ, რომელმაც ჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და პირისპირ გასულმა მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგო – 3:1.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო მატჩს საფრანგეთში გამართვს, შეხვედრა თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.