ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ერევნის ტურნირზე მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2026-ისთვის ემზადება, ერევნის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა მოლდოვასთან გამართა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა – გიორგი ღავთაძის დუბლს, კონსტანტინ ბურდუჟელის ავტოგოლსა (12) და არჩილ სებისკვერიძის ზუსტ დარტყმას, მეტოქემ მხოლოდ ადრიან ლაშკუს ერთი გოლით უპასუხა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები 23 დეკემბერს 20:00 საათზე ტურნირის მასპინძელს, სომხეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად მოიპოვა.