ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ერევნის ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში სომხეთთან 1:3 დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩიმაკაძემ დააწინაურა.
მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. არსენ პეტროსოვმა სწრაფად შეძლო წონასწორობის აღდგენა, რამდენიმე წუთში ნიკიტა ხრომიხმა მეორე ბურთიც გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე მიჰრან დერმენჯიანმა დააფიქსირა.
სომხეთში გამართულ ტურნირზე ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვას 5:1 მოუგეს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-სთვის ემზადება, რომელიც 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ქართველი ფეხბურთელები A ჯგუფში ითამაშებენ და ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.