ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩში გამართა და ამჯერად მეტოქე 5:2 დაამარცხა.
ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ისიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ მე-4 წუთზე დააწინაურა. მართალია, სტუმრებმა ნიჰად ისმაილოვის დარტყმით (14) წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ერთ წუთში „ჯვაროსნები“ ლევან სვანიძემ ისევ წინ გაიყვანა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა – ჩიმაკაძემ და კურტანიძემ დუბლები შეასრულეს, სტუმართაგან ადალეტ ალეკბეროვმა საფინალო სასტვენამდე 15 წამით ადრე ერთი ბურთი გაქვითა და, საბოლოოდ, 5:2 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.