ფუტსალი | დიდი ნაბიჯი ელიტ-რაუნდისკენ - საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | დიდი ნაბიჯი ელიტ-რაუნდისკენ - საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა #1TVSPORT

მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან გამართა, 6:4 მოიგო და ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ჯგუფის აუტსაიდერია, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა ბრენო პეტრის ჰეთ-თრიქით მინიმალური სხვაობით 3:2 მოიგო.

შესვენების შემდეგ კი საქართველოს ნაკრები უყურადღებოდ თამაშისთვის დაისაჯა. მარკო მრშიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ალეკ ფლოგელმა ავსტრიელები დააწინაურა 3:4. თალესმა სხვაობა ისევ გაათანაბრა, ბინიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრები ისევ დააწინაურა 5:4.

ავსტრიელები ვა-ბანკზე წავიდნენ, მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალეს, კონტრშეტევაზე ბრუნო პეტრიმ ისარგებლა და პოკერი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა 6:4 მოიგო და ქულათა მქსიმუმით ჯგუფის ლიდერია.

2024 წლის მსოფლიო თასის მეინ-რაუნდის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 2023 წელს გამართავს – გუნდი 7 მარტს ბელგიას ესტუმრება და ამ შეხვედრაში გაირკვევა, ჯგუფში პირველ ადგილს ვინ დაიკავებს და რომელი ნაკრები ითამაშებს ელიტ-რაუნდში.


საქართველო – ავსტრია 6:4


გოლები: 1:0 ბრუნო პეტრი (6), 1:1 ალეკ ფლოგელი (, 1:2 სინან ბიჩერი (16), 2:2 ბრუნო პეტრი (17), 3:2 ბრუნო პეტრი (18), 3:3 მარკო მრშიჩი (22), 3:4 ალეკ ფლოგელი (24), 4:4 ტალესი (30), 5:4 თალესი (35), 6:4 ბრუნო პეტრი (40).

საქართველო: ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, ბინიო

სათადარიგოები: კუპატაძე, რონინიო, ქურდაძე, ღავთაძე, კეკელია, თოდუა, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ბრუნო პეტრი