ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთთან თბილისში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და 3:2 გაიმარჯვა.

გოლები ჯანო კვარაცხელიამ, ჯანიკო გიორგაიამ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანეს.

მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 100 თამაშის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუასა და შოთა თოფურიას სპეციალური 100-ნომრიანი მაისურები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთთან, ევრო 2026-ის პლეი ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიამ სწორედ – ყირგიზეთთან.

გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის სპორტი შემოგთავაზებთ.