ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT

20:13, 09.04.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ტაიმის ერთწუთიან მონაკვეთში ვახტანგ ჯვარაშვილისა (5) და ჯანიკო გიორგაიას (6) მიერ გატანილი გოლებით დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ ნიჰად ისმაილოვმა (23) სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წუთში ირაკლი თოდუამ (31) ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ბურთის გატანა მოახერხეს (კენან მანაფოვი, ნიკოლოზ კურტანიძე) და საბოლოოდ მატჩი 4:2 დასრულდა.

ეს გუნდები 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მსგავსი