ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში აირიდა #1TVSPORT
ფუტსალში 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები წინასწარ ეტაპზე არ ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წინასწარი რაუნდით დაიწყება – დაკომპლექტებულია 6 ჯგუფი, ხოლო მატჩები 2026 წლის 6-15 აპრილს გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი ძირითად რაუნდში გავა, სადაც მათ შეუერთდება 24 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები, მათ შორის, საქართველო.
ძირითადი რაუნდის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება, 2026 წლის 19 მაისს გაიმართება. თავად მატჩები კი დაგეგმილია 2026 წლის 12-21 ოქტომბერს, 2-11 ნოემბერს, 6-9 დეკემბერს და 2027 წლის 22 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით.